გაგვიზიარეთ…

ეს ბლოგი მხოლოდ ჩემთვის არ არის…

მსურს თქვენი საყავრელი ლექსებიც გაგვიზიაროთ კომენტარებში…

საუკეთესონი, შეძლებისდაგვარად, დაიდება მთავარ გვერდზე.

დიდი მადლობა ყველას წინასწარ.

6 thoughts on “გაგვიზიარეთ…

  1. ჩუმი სურვილით გოგოს ყელსახვევს
    წამოჰყოლია ნაზად სურნელი,
    პირველ გულკრთომის კვლავ შეხსენებამ
    შეახო ჩემს გულს ქერუბინთ ფრთები.

    როგორც წვეთი წვეთს, მოგონებები
    შეეზრდებიან ნაკადულებად,
    თოშში კვლავ გახსნა იამ ფურცლები
    მზე დაეკრობა მის გულს გვირგვინად.

    მორცხვი დუმილით ბროლის ყელს ნახვევს
    გამოჰყოლია გიშრის სურნელი,
    ლალის ბეჭედით დახშულ მწველ სურვილს
    ქარიშხლად აქცევს ბროლის ლივლივი.

    ფოთლების მიღმა ვაზის ყვავილნი
    გაიშლებიან თეთრ ფერიებად,
    სითბო, იმედი, გულისწადილი
    მათ გადააქცევს მათრობელ მტევნად.

  2. დაეშვა მთიდან ყვითელი კვამლი,
    ყინვა ლოთივით აგდია გარეთ,
    ღამე
    პეშვებით
    საფიქრალს მაწვდის
    და ხეზე შერჩა ბურთივით მთვარე.
    სულ სხვანაირად გიხსენებ ახლა,
    რაღაცნაირი
    ღამეა – ნედლი,
    სიბნელე
    ოთახს
    თევზივით ყლაპავს
    და საკუთარ თავს ვუზივარ გვერდით.
    ვღელავ იმგვარად, თითქოს ბოლოჯერ
    უნდა გნახო და მერე წავიდე,
    და გაშიშვლებულ ქალაქში მხოლოდ
    ხეების ჩრდილი ახურავთ ხიდებს.
    თუ ვინმე იყო წავიდა ისიც,
    წავიდა როგორც მიდიან ჩემგან,
    და ქარებს შუა გაბმულად ისმის
    ჩემი გულის ხმა და ჩემი ფეთქვა.

    მიშო დადიანი

  3. თოვლია გარეთ, რატომღაც თოვლზე
    პირველად ვწერ და საყელოს ვიხსნი,
    და ძველი ღვინო თოვლივით ფურცელს
    ესხმევა როგორც იესოს სისხლი.

    არავინ არის, არავინ არის.
    დგას სიბნელე და არიგებს ეჭვებს.
    და დაბნეული პატარა ქარი,
    ქუჩაში თითქოს დედ-მამას ეძებს.

    მიშო დადიანი

  4. ვანესა მეი და დღეს ვიწყებ ამგვარად,
    განწყობით მორიგ დღეს სიკვდილსაც მივუსჯი,
    შენ ახლა მზისფერი სიზმარით გძინავს და
    დილა კი შენს სარკმელს ჩიტივით მიუჯდა.

    გავივლი ქუჩაში, როგორც ეს მჩვევია,
    გამვლელთა თვალიდან სტრიქონებს ვაგროვებ,
    იცი, თამ, იქ ყოველ მათგანში წერია-
    -სიცოცხლე,
    როგორაც არ უნდა ათოვდეთ.

    წვიმა ზის ღრუბელზე, ბავშვობას აპირებს,
    წამოვა და ფერად კადრებად დამაწვიმს,
    ქუჩები იხდიან ბლანფიქსის მანტიას,
    შიშველი კრიოა-სიჩუმის დარაჯი.

    თამ, არის ხანდახან ამინდი იცვლება,
    სიცოცხლეს ფეხებთან გროშივით მოგვიგდებს,
    მე და შენ ყოველდღე თავიდან ვიწყებით,
    და მინდა ამ გზაზე პირველი მოვიდე-

    -სადაც შენ ტიტების სიზმარი დაკრიფე,
    და ექსტრასენსია სადაც კი სიო,
    და ისე, და ისე, და ისე, და ისე,
    და ისე ბავშვურად გინდა რომ სდიო-

    -იმ ფერად ყვავილებს, ნისლებში რომ ყრია…
    ამგვარი განწყობით ცრემლებიც არ მინდა,
    ვუსმენ და მივხვდები სიცოცხლის ნოტია,
    პირველი მოხვედი-დეუქს ექს მაქინა.

    მე ქუჩის კუთხეში თავდახრით დაგიცდი,
    სწორედ აქ დალბება უხეში ლაგაზი,
    ძვირფასო შენ ახლა გძინავს და არ იცი,
    რომ შენი ფანჯრის წინ თავს იკლავს ზამთარი.

    მიშო დადიანი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s