პატარძეული

პატარძეული… ჩემი სოფელი,
ბავშვობის კერა _ პატარძეული,
ჩემი აკვანი წნორის ტოტისა
იქა ყოფილა გადარწეული.

იქ მზრდიდა ხალხი… იქ მზრდიდა დედა
და ხალხის ფიქრი ათასწლეული…
მახსოვს ეზოში დიდი ფშატის ხე,
სიბერისაგან გადაქცეული…

იმ ხის ფესვებში მელანდებოდა
ხალხის მზის ოქრო და განძეული…
ჩემს მზეს ბორბლები არ დამტვრევია,
ჯერ შუადღე მაქვს არ-დალეული…

მე მინახია ბევრი ქვეყნები
და ქალაქები ათასეული,
მაგრამ სუყველგან მე ხელს მიქნევდა
ჩემი პატარა პატარძეული.

6 thoughts on “პატარძეული

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s