ჩემო კარგო ქვეყანავ

ჩემო კარგო ქვეყანავ, რაზედ მოგიწყენია!..
აწმყო თუ არა გვწყალობს, მომავალი ჩვენია,
თუმცა ძველნი დაგვშორდნენ, ახალნი ხომ შენია…
მათ ახალთ აღგიდგინონ შენ დიდების დღენია, –
ჩემო თვალის სინათლევ, რაზედ მოგიწყენია?

წვრილშვილნი წამოგესწრნენ ნაზარდნი, გულმტკიცები,
მათის ზრუნვის საგანი შენ ხარ და შენ იქნები,
არ გიმტყუნებენ შენა, თუკი მათ მიენდობი.
მათის ღვაწლით შეგექმნეს სახე ბედით მთენია, –
ჩემო თვალის სინათლევ, რაზედ მოგიწყენია?

მათი გული შენისა ტრფობის ფართო ბუდეა,
მათი გულთა ფიცარი შენი მტკიცე ზღუდეა…
ვერ წაბილწავს მათს გრძნობას სიმუხთლე, სიმრუდეა!
მათ თვის მკერდით შემუსრონ მტერთა სიმაგრენია, –
ჩემო კარგო ქვეყანავ, მაშ რად მოგიწყენია.

One thought on “ჩემო კარგო ქვეყანავ

  1. Hello, I think your website might be having browser
    compatibility issues. When I look at your blog in Safari, it
    looks fine but when opening in Internet Explorer, it has some overlapping.
    I just wanted to give you a quick heads up! Other then that, fantastic blog!

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s