ღამე ივერიისა

ისევ აყვავდა გული ვარდივით
და ისევ მინდა შენზე დავწერო…
დარიალიდან გადავარდნილი
ხაზარეთისკენ მისცურავს წერო.

დახანძრებული წევს ივერია,
მტკვარზე წნორები უკრავენ თარებს,
მეტივეები სადღაც მღერიან,
სოფლის გუბეში გაჩრილა მთვარე…

სთვლემენ ბეღლებში ლურჯი ყანები,
ელვარებს ხვავი, თითქოს ლამპარი.
ჩალაგდნენ ყველა ჩინგისხანები…
სთქვი, მეწისქვილევ, ერთი ზღაპარი.

სთქვი ნაღვლიანი ძველი ქართლივით,
ან აზნაურის ქალზე ვიმღეროთ…
დარიალიდან გადავარდნილი
ხაზარეთისკენ მისცურავს წერო…

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s