მე უკვე ბედმა ტუზი მიტარა

რა ლამაზია ქარვის გიტარა,
მე ბედმა უკვე ტუზი მიტარა. . .
ჭაღი ამინთეთ, ღამე მოვკალი,
ეშმაკეულმა უკვე იარა,
ცრემლი არ ვნახო თვალზე მომდგარი,
მე ბედმა უკვე ტუზი მიტარა.
გრძნობის აფთარნო, ტყეს შეეხამეთ!
უკვე დავცალე ცისკრის ფიალა,
თქვენ ხომ სიწმინდეს მტრად შეეფარეთ,
მე ბედმა მაინც ტუზი მიტარა.
დროის ისრებო, იქუხეთ, იგრძნეთ,
თეთრმა დროშებმა ამაფრიალა,
და მეგობრებო, ამას თუ ისმენთ,
რომ ბედმა მიანც ტუზი მიტარა?
ხვალ დილით, ადრე, შევხვდები ზაფხულს
და ავატირებ მე ჩემს გიტარას,
ძმებო, იმღერეთ გამარჯვებისა,
მე უკვე ბედმა ტუზი მიტარა.
01.06.2002

8 thoughts on “მე უკვე ბედმა ტუზი მიტარა

  1. რას ნიშნავს, რომ ჯოკერის თამაში არ ვიცი:) ტუზის ტარება კარგია თუ ცუდი?????:):):)

  2. არ ჰყავდა და იმიტომ… რომ ჰყოლოდა, ახლა ცოცხალი იქნებოდა… ეჰ… ;(

  3. კი, 18-ის რომ იყო, მაშინ…😦 2004-ში 😦 ლიბ.ჯიზე ნახე, გენიალური ლექსები აქვს.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s