ფეხები მიადგი ლამაზო ერთმანეთს

ფეხები მიადგი ლამაზო ერთმანეთს,
კაბის ქვეშ გიყურებს მთელი დედამიწა
გვირილა კანჭებზე გაკოცებს,
ღმერთმანი შეგრცხვება იცოდე და მე ვერ დაგიცავ…

გულთან შეიბნიე ჩახსნილი ღილები,
ვერ ხედავ მთელი ცა მკერდში რომ ჩაგცქერის
მზე სხივებს წაგატანს თუ გაგეღიმება და
გვაინ მიხვდები ძვირფასო რაც გელის…

თმას ასე თამამად ნურასდროს გაიშლი.
ნიავი აგირევს ფიქრს აგიცანცარებს
რა ვნებიანია თან ქარი მაისში არ იცი?!
მაგრამ მე ხომ ვიცი რაც არის….

ეგ ყელი მაღალი როგორმე დამალე,
იწვიმებს იცოდე და მაინც მოგიწევს
თუ არ დამიჯერებ,წვეთს შემოგაპარებს
მუცლამდე ჩაგიღვრის და გვერდში მოგიწვენს….

ვერავინ დაიცავს შენს უმანკოებას,
ცოტა მოერიდე ხალხსა და სამყაროს
თორემ ჭორაობა დაიწყეს რტოებმა
რა უბიწოებით გარყვნილი რამ ხარო…

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s