შენამდე….

გამოვექეცი ოხერ ტაიგას,
გამოვექეცი ქარით მოცული,
უთხარით წვიმას, მხარი ამიბას
და დამიჟანგოს სულის ურდული

აქ გრძნობა ჩაწვა ნაზად სტროფებში
და გადიხურა რითმები საბნად,
ტყვია მიფრინავს უკან თოფებში
და მოლოდინი გადიქცა საკნად.

მე ველოდები შენს სამრეკლოდან,
ზარით მოფრენილ დამწვარ ბარათებს,
მთაწმინდის ეულ საბაგიროდან,
ვუმზერ შენს თვალებს, როგორ ანათებს

ტივებს აცეკვებს თავის ტალღებზე,
მტკვარი მოკული და კეთროვანი,
არ მძინებია ხორბლის მკლავებზე,
მე მიჯნურობით თითქოს მხცოვანი

იმ დღეს მზიურში ისხდნენ მტრედები,
ჩვენ ერთმანეთი მოგვქონდა მხრებით,
იმ დღეს ვერესთან თითქოს ედემი,
ამოიშალა ვარდის წყლის ტბებით.

ათას ოხვრაში ამონაწები
ვესტუმრე შენს კარს, ჯერ არ გაღებულს,
ჩემი ოცნება დარდით ნაცხები,
ჰგავდა დანგრეულ ჟღერას კამერულს

შენამდე ჩემთვის არ არსებულა
ბროლის ფილები სპეტაკი, გულთა,
გუშინ კანდელი აფეთქებულა,
თოვლის ცრემლები შეკრულა გუნდად

შეკრულან გუნდად იარაღები,
ათიათასჯერ დამცხრილეს თურმე,
შენი თვალების ბორდო ვარდები,
გზიდან ჩაჩეხავს სიკვდილის ურემს

შენი თვალიდან ავაზები გამოფრენილან,
გამოფრენილა ბულბული და გულს მიმჯდარა,
ჩემს სარეცელზე ის გალობდა გამთენიისას
და თითქოს იქვე იჯდა ნირვანაც

იჯდა სპეტაკი, თოვლიანი თეთრი წვერებით,
სიკვდილი თეთრი ხელთათმანებით,
იქვე სიცოცხლე იწვა გემებით
და ირეოდა სულთა ქანები.

და ედემიდან ჩამოგიტანე
ბზებით დაწნული დედოფლის ტახტი,
შენს დღიურებში გადავიღვარე,
საძინებელში შენს ფიქრებს ვახლდი

ძილის დროს ღამე ქსოვდა განედებს,
ამ სიყვარულის მბრუნავ გლობუსზე
და მუდამ სიზმრად, სიზმრად გამეფებ,
როგორც სიმები მეფობს ჩონგურზე.

გთხოვ, არ წახვიდე, ხიდი არ დატოვო,
გულიდან ამოიღე ნისლის სატევარი,
ფარდით არ დაფარო უდაბნო, ვარდო,
ღმერთო, არ გამიპო ჩემი ნახევარი

მე გრძნობა ჩამიწვა ნაზად კუპლეტებში,
გადაიხურა პლანეტა საბნად,
ღრუბლები ჩაცვენილან წვიმად გუბეებში,
გარდაისახა ცხოვრება ისევ,
ლანდების ჩვეულ ნისლიან საკნად.

24.01.2003

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s